ტოლერანტობის საერთაშორისო დღე, როგორც მსოფლიოში და საქართველოში ასევე ჩვენს სკოლაშიც საინტერესოდ აღინიშნა, რომლის ორგანიზატორები იყვნენ: სკოლის თვითმმართველობა ( გიორგი არიშვილი, ელენე ქარციძე და თათია ხახა ლეიშვილი, პროექტში მონაწილე მეცხრე კლასი და პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი )
მიზანი: 1) მოსწავლეები მიიღებენ ცოდნას ტოლერანტობისა და მისი მნიშვნელობის და როლის შესახებ საკუთარ და სხვათა ცხოვრებაში. განუვითარდებათ მონაწილეობის უნარი.
2)მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები – მიიღებენ ცოდნას რას ნიშნავს იყო ტოლერანტი შეიძენენ თანამშრომლობის, გუნდურად მუშაობის და ღონისძიებების ორგანიზების უნარ–ჩვევებს.
ამოცანები: გადაცემის მომზადება:
რეპორტაჟების დაწერა
ჩართვების დაგეგმვა
სიმღერების მოძიება (თემატური)
კითხვების შედგენა გამოკითხვასთან დაკავშირებით
სტუმარი რადიოში
რადიოს გამართვა და ტექნიკური მომზადება გადაცემისათვის
სემინარში მონაწილე მოსწავლეების ინფორმირება
ტოლერანტობის ემბლემის შექმნა
აღწერა:თვადპირველად დაიგეგმა რადიო–გადაცემა, მოსწავლეებმა საინტერესოდ მოამზადეს რეპორტაჟები, რომელიც მთელი დღის მანძილზე გადაიცემოდა სკოლის რადიოში, მოაწყვეს გამოკითხვა. მეცხრეკლასელებმა დაარიგეს მათ მიერ მომზადებული საინფორმაციო ბუკლეტები. და ბოლოს ჩატარდა სემინარი თემაზე ტოლერანტობა.
გადაცემაზე მუშაობისას...
No comments:
Post a Comment